ახალი ამბები
ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები იმერეთში
FaceBook
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმერეთის რეგიონში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ნულოვანი მაჩვენებელი აქვს ვანისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს ორგანიზაციას, ჭიათურის გამგეობისთვის გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან პასუხი არც ერთზე არ მიუღია. პასუხების გარეშე დატოვა ყველა წერილი ვანის საკრებულომაც. ამ მონაცემების გამო, იმერეთის ეს ორი მუნიციპალიტეტი ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებათა სიაში მოხვდნენ.



საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ქუთაისში. კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ და საკრებულომ ორგანიზაციას ყველა მოთხოვნილ ინფორმაციაზე გასცა პასუხი. ინფორმაციის მაღალი ხელმისწავდომობით, ასევე, გამოირჩეოდა წყალტუბოს გამგეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოკვლია, რა ტიპის ინფორმაციის გაცემაზე ამბობენ უარს საჯარო დაწესებულებები ყველაზე ხშირად. კვლევის მიხედვით, დაწესებულებების 26%-მა უპასუხოდ დატოვა თანამდებობის პირებზე პრემიებისა დ ხელფასების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების მიწოდების მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებები, ასევე, ხშირად არღვევენ საჯარო ინფორმაციის გაცემის 10 დღიან ვადას.

7 728 მოთხოვნილი ინფორმაციიდან, ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ, ანუ 3 დღის ვადაში მხოლოდ 695-ზე მიიღო პასუხი.

ჯამში, 2017 წელს, საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე, IDFI-მ სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა, ხოლო 1 644 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველაზე დახურულ უწყებად შემოსავლების სამსახური დაასახელა, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლი 2016, 2017 წლებში 0% -ია.



IDFI-მ 2017 წლის მონაცემები წინა წლების შედეგებსაც შეადარა.

2010-2017 წლების სტატისტიკის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს დაფიქსირდა. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, 2015 წელს - 86%, ხოლო 2016 წელს - 85%. 2017 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა გარკვეულწილად გაიზარდა და 88% შეადგინა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.