ახალი ამბები
ადგილი, სადაც ერთ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეზოში, სადაც 2019 წლიდან სამოცი ათასმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, ერთი წლით ადრე მხოლოდ ფიცრული დგას.
ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელების პირობა ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დადო, თუმცა, ამ დრომდე   ტერიტორიაზე მხოლოდ შემოღობვა გაკეთდა, ჭიშკარს კი ბოქლომი ადევს. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები  ჯერ არ დაწყებულა. 













ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ინტენსიური სამუშაოები მაისში დაიწყება.

"მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო განაშენიანები ვადები", - განმარტავენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

ჯერ არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ფულის ხარჯვა გააპროტესტა "ნაციონალურმა მოძრაობამ". პარტიის წარმომადგენლები სამშენებლო ტერიტორიაზე ჩავიდნენ და  განაცხადეს, რომ ადგილზე დაპირებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო



Print