ახალი ამბები
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე დღეს მხოლოდ ბაყაყები არიან“ - „ნაციონალური მოძრაობა“
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არარსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ თანხის ხარჯვა გააპროტესტეს.
მათი თქმით, მაშინ, როცა უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებიც კი არ დაწყებულა, მისი ადმინისტრაციისთვის თანხის დახარჯვა არის დანაშაული.

საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გიგა შუშანიას თქმით,ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა არის მთავრობის მორიგი ტყუილი.

"ადგილზე, სადაც ორი წლის წინ პრემიერმა და ქუთაისის მერმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაპირება გასცა, დღეს მხოლოდ ბაყაყები არიან. განათლების სამინისტრომ სწორედ ამ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი, წელს კი აკადემიური პროგრამებიც დაამატა.  ალბათ,  ბაყაყებს უტარეებენ ლექციებს. ეს არის მთავრობის მორიგი ტყუილი და არავითარი უნივერსიტეტი აქ არ აშენდება"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, სამინისტრომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა იხარჯება არარსებული უნივერისტეტის ადმინისტრირებისთვის.  ამ ინფორმაციის მიღებას პარტია სასამართლოს გზით აპირებს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.




ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო


Print