ახალი ამბები
გამწვანება ქუთაისში სარეველა ბალახებით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, ლამპიონებზე დაკიდულ საყვავილე ქოთნებში, სარეველა ბალახებია ამოსული.

ამ ფაქტს ადგილობრივები აპროტესტებენ. მათი თქმით, რეაბილიტირებული უბანი ქალაქის ტურისტულად აქტიური ზონაა და მის მიმართ მერია განსაკუთრებულ ინტერესს უნდა იჩენდეს.

"ნაციონალებმა რომ დარგეს ქოთნებში ყვავილები, თორემ მის მერე არ დაგვინახავს მანდ ყვავილი, სარეველების გარდა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ნანა დვალაძე.

"ამ უბანში რომ ტურისტია, იმდენი არსადაა ქუთაისში და ისე მიდის საქმე, უკვე აქაც არავინ მოვა. სილამაზეს კარგავს ნელ-ნელა უბანი. სამი ძირი ყვავილი რომ დარგოს მერიამ, რა დაუშავდებათ ნეტა," - ამბობენ ადგილობრივები.

როგორც გაირკვა, რებილიტირებული უბანი ყვავილებით არც წელს გალამაზდება, რადგან ქუთაისის მერიაში განგვიცხადეს, რომ ამ მიზნით მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებული არაა.
Print