ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ მასტერკლასი ჩაატარა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი 15-20 წლის ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაცია.

"საერთაშორისო მასტერკლასმა ნაწილაკების ფიზიკაში, შესაძლებლობა მისცა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ქუთაისის სკოლების შერჩეულ მოსწავლეებს CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოეჩინათ კვარკების და ლეპტონების სამყარო.

ასევე,  მონაწილეები შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნეს თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან", - აცხადებენ მასტერკლასების მონაწილეები.

თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები.
მასტერკლასები ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიება, რომელშიც ჩართულები არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები Trieste University (Italy), Zagreb University (Croatia), Pavia Univrsity (Italy), Pozega university, (Croatia).

მასტერკლასის დასასრულს მოეწყო ვიდეო კონფერენცია CERN-ის ექსპერტებთან შესახვედრად. მოხდა მონაწილეების მიერ მიღებული შედეგების განხილვა და აღნიშნული უნივერსიტეტების მონაწილეების შედეგებთან შედარება. 



Print