ახალი ამბები
EMC - ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული
FaceBook
ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული აღნიშნავენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები.

EMC -ში მიუთითებენ, რომ გამოძიების დაწყებიდან გონივრული ვადა გავიდა და საქმეში არსებული სათანადო საფუძვლებიც არებობს., მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ რატიანს და მისი ინტერესების დამცველს, მისცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობის და სანდოობის მიმართ კითხვებს აჩენს.

EMC- ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. მათი თქმით, ასევე, მნიშნელოვანია რიგი საგამოძიებო მოქმედებების (მათ შორის, პოლიციელების ამოცნობა) უმოკლეს ვადებში ჩატარება იმისთვის, რომ დროულად იყოს მიღებული საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

ზვიად რატიანი გასული წლის  24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.


ამავე თემაზე:



ქუთაისელმა მოსწავლეებმა ქუჩაში ზვიად რატიანისა და სხვა პოეტების ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები დაარიგეს

"სახელმწიფოს ერთ ხელში სანთელი უჭირავს, მეორეში - ხელკეტი" - ქუთაისელი მწერლები რატიანის საქმეზე


Print