ახალი ამბები
ქუთაისის ყოფილი მერის ახლანდელი საქმიანობა
FaceBook
ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია ამბობს, რომ  ამ დროისთვის  აკადემიური მიმართულებით მუშაობს.

მისივე თქმით, ის ამჟამად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის ლექტორია. თუმცა,  მოლაპარაკებებს სხვა უნივერსიტეტებთანაც მართავს.

"ახალი სემესტრიდან, სავარაუდოდ, სხვა უნივერსიტეტებშიც მექნება ლექციები. ეხლა მაქვს მოლაპარაკებები," - ამბობს შოთა მურღულია ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, ის არც ერთ საჯარო უწყებაში არ მუშაობს, თუმცა ევროპის ასოცირების შეთანხმების პროექტში ეკონომიკის ექსპერტია.

შოთა მუღულია ქუთაისის მერად, 2014 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შედეგად  მოვიდა. მანამდე ის ( 2013  წლის ნოემბრიდან) მერის მოავალეობას ასრულებდა. ამის პარალელურად, ის სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაშიც ატარებდა ლექციებს.
Print