ახალი ამბები
გადაჭარბებულ ხმაურზე ქუთაისში 132 პირს გაფრთხილება მიეცა
ქუთაისში,  გადაჭარბებულ ხმაურზე 2017 წლის 15 აგვისტოდან, ანუ შესაბამისი კანონის ამოქმედებიდან, დღემდე 132 პირს მიეცა გაფრთხილება.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქედან  მხოლოდ ერთი დაჯარიმდა. 

"შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის ტიპია "ხმაური აწუხებს" და გულისხმობს ბინიდან, დაწესებულებიდან, ქუჩიდან გამოწვეულ ხმაურს, რომელიც აწუხებს მოქალაქეს",  - განმარტავენ უწყებაში.

ხმაურის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

კანონში განსაზღვრულია ადგილების მიხედვით ხმაურის დასაშვები ნორმები. მაგალითად, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.

ასევე, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი, ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40. 


ამავე თემაზე:

15 აგვისტოდან გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16-11-2018
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი  გაიხსნა. სამედიცონო ცენტრი ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახის წევრებსაც მოემსახურება. 
13:10 / 15-11-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
10:00 / 15-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები, 
19:58 / 14-11-2018
მსგავსი სიახლეები






იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ
საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16.11.2018






პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში,
ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა
ვაშაძეს! აანონსებს.
პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა ვაშაძეს! აანონსებს.
13:50 / 16.11.2018
"სოკარ ჯორჯია  გაზის" იმერეთის სერვიცენტრის ცხელ ხაზზე ( 16 114) გაზის გამათბობლების შემოწმებაზე  ბოლო ერთი თვის განმავლობაში  27 ზარი შევიდა, ხოლო გუშინ საღამოდან  ამ დრომდე უკვე ათი  შეტყობინება მიიღო.
12:28 / 16.11.2018






მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე
გადაარჩინა, Toyota-მ ახალი
ავტომანქანა აჩუქა.
მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, Toyota-მ ახალი ავტომანქანა აჩუქა.
12:08 / 16.11.2018






ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე
ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
11:09 / 16.11.2018
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.