ახალი ამბები
ქუთაისში კინოჩვენებებისთვის განკუთვნილი ეკრანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინომოყვარულები ფილმებს ვეღარ უყურებენ.
მიზეზი ის გახლავთ, რომ ეკრანი, რომელიც სააახალწლო კინოჩვენებებისთვის ქუთაისში, მონ პლეზირის თაღთან განათავსეს 15 იანვარს დააზიანეს.

მერიის კულტურის სამსახურში განმარტავენ, ეკრანი, სავარუდოდ უცნობი პირების მიერაა დაზიანებული. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე ქუთაისის მერიამ უკვე საჩივარი დაწერა.

"მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა უკვე მიმართა პოლიციას და საქმეზე დაიწყება გამოძიება. სამწუხაროა, რომ მოქალაქეები თავისივე თავს აზიანებენ ამ ფორმით", - ამბობს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, თამთა თურმანიძე. მისივე თქმით, სავარაუდოდ,  მერია ახალ ეკრანს შეიძენს.

ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა დროს ეწყობოდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.


ამავე თემაზე:

მიყვარს, მაგონდება,გული მწყდება - ქუთაისში კინოჩვენებები ფელინის "ამარკორდით" დასრულდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.