ახალი ამბები
იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში 27 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ექვსი,  თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

რაოდენობრივად ყველაზე მეტ პოზიციაზე კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, სადაც  სამ სამსახურის უფროსს,  სამ სპეციალისტს, მერის ერთ თანაშემწესა და 11 მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენელს შეარჩევენ.

თანაშემწეს, დამლაგებელს, მერის მდივანსა და მერის მოადგილის მდივანს კონკურსის  წესით შეარჩევს ზესტაფონის მერია, ხოლო, ჭიათურაში არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსებისა და იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციებია ვაკანტური. კონკურსის წესით ერთ სპეცილისტს შეარჩევს საჩხერეს მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ვანის - ერთ ადმინისტრატორს.

ვაკანსიებზე განაცხადების მიღება დაწყებულია.

კონკურსი უკვე ჩატარდა ქუთაისის მერიაში. გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები პოზიციებზე რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.

Print