ახალი ამბები
ქუთაისელი ზვიად პატარიძე მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად პატარიძე მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ირანში გამართული მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ირანული კლუბები დაუპირისპირდნენ. "ბიმეჰ რაზიმ", რომლის შემადგენლობაში ზვიად პატარიძე ასპარეზობდა 8-2 დაამარცხა "სზინა სზანატი".

ქუთაისელი ფალავანი, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობს, ზედიზედ მეორე გახდა მსოფლიოს თასის გამარჯვებული. მან გასულ წელს "სზინა სზანატის" შემადგენლობაში გაიმარჯვა.

ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მათ შორის 2 გზის ჭაბუკებში და 3 გზის ახალგაზრდებში.



Print