ახალი ამბები
კონფერენცია სოფლის მეურნეობის საკითხებზე წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის 60 წლის იუბილე ერთობლივი კონფერენციით აღინიშნა.

ღონისძიებაზე აკადემიისა და აწსუ-ს წარმომადგენლებმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის განცხადებით, აგრარული ფაკულტეტეტზე ფუნქციონირებს ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი, სადაც სასწავლო პროცესის გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება.

"სოფლის მეურნეობის აკადემიის გასვლითი სხდომის ჩატარება წერეთლის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე საინტერესო პერსპეტივებს გვიქადის ჩვენც და აკადემიასაც სამომავლო თანამშრომლობის კუთხით," - აღნიშნავს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

წერეთლის უნივერისტეტის აგრარულ ფაკულტეტზე აღნიშნავენ, რომ ერთობლივი კონფერენცია ქვეყანაში არსებულ პრობლემურ საკითხებს ეხება.

"კონფერენცია ეხმაურება ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, დაავადებების და მავნებლების შემოტევა.

მნიშვნელოვანია, სოფლის მეორნეობის აკადემიასათან ერთად, შევიმუშავოთ ის გზები, რომლებიც პრევენციას მოახდენენ ამ შემოტევებზე, ასევე მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქციაზე და მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის ნაწილობრივ უზრუნველყოფა სასურსათო პროდუქციით," - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, როლანდ კოპალიანი.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს დაარსდა. თავდაპირველად მას 14 აკადემიკოსი და 9 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ჰყავდა.

"მას შემდეგ აკადემია ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას და არის მთავრობის მრჩეველი აგარარული მიმართულების საკითხებში," -ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.