ახალი ამბები
ვიზეარი 146 ახალ თვითმფრინავს შეიძენს
FaceBook
ფლოტის განახლება, გაფართოების შესაძლებლობა და ხარჯების შემცირება - აღნიშნული მოტივით კომპანია ვიზეარი ახალ თვითმფრინავებს შეიძენს.

კომპანიის წარმომადგენლის, მაია ჩიტაიას ინფორმაციით, ვიზეარი 146 ახალ, ეარბასის ტიპის A320ნეო თვითმფრინავს შეიძენს.

მისივე ცნობით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმადაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად, კომპანიამ ეარბასთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დამატებით 146 ეარბასის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვას უკავშირდება.

თვითმფრინავებით მომარაგება 2022 წელს დაიწყება და დასრულდება 2025-2026 წლებისთვის.

თვითმფრინავების საფასური17.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ვიზეარისთვის, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ინდუსტრიის წამყვანი მაჩვენებლის ზრდას და ვაფართოებთ ჩვენს ბაზარს როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც," - ამბობს ვიზეარის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვადია.

ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 86 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს.

ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 43 ქვეყნის 144 ქალქს.

კომპანიის ცნობით, ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,300 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც, ვიზეარი 2017 წლის 31 მარტის ფინანსური შედეგების მონაცემებით 23,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.

"ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ახორციელებს.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ვიზეარი
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.