კულტურა
„გასტროლების გარეშე თეატრი წინ ვერ წავა“
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა სარაევოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "Sarajevo Winter“" სპექტაკლი „დუპლეტი“ წარმოადგინა.

ფესტივალი 35 წელია არსებობს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რეჟისორ კოტე აბაშიძის დადგმა "დუპლეტი" ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს. იგი მარადიულ ღირებულებებს ეხება - თავისუფლებას, ადამიანის ღირსებას და მის ბრძოლისუნარიანობას. სპექტაკლში სამი მსახიობია დაკავებული: დავით როინიშვილი, ელზა სულაძე და ზვიად სვანაძე. 

"დუპლეტი" ერთადერთი სპექტაკლი იყო, რომელიც ფესტივალზე აჩვენეს. მსგავსი სელექცია ფესტივალის პრინციპს უკავშირდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საოპერო, საბალეტო თუ დრამატული თეატრებიდან ფესტივალში მონაწილეობისთვის თითო თეატრს და თითო სპექტაკლს არჩევენ.

"რადგან ფესტივალი მოიცავს ფართო სახელოვნებო არეალს ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სელექცია დრამატული თეატრების. კომისიის წევრები არჩევენ რომელი ჩამოიტანონ. გამომდინარე აქედამ ოქტომბერში გავაგზავნეთ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი. გავიარეთ ეს სელექცია დ ა აგვირჩიეს მარტო ჩვენ", - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

სპექტაკლი სარაევოს ნაციონალურ თეატრში გაიმათა, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო თეატრია ბოსნია -ჰერცოგოვინაში.
რადგან "დუპლეტი" კამერული სპექტაკლია და მცირე სცენისთვის არის გამიზნული, სულხან გოგოლაშვილის თქმით, მასპინძლებმა დიდ სცენაზე ამფითეატრი მოაწყვეს.

"ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. „ბისზე“ ოთხჯერ გამოგვიყვანეს. ესეც კულტურაა ერთგვარი, რაც ჩვენთან დაკარგულია.როცა სპექტალი მოგწონს არ უნდა დაიზარო ტაში. დამსწრე საზოგადოება სპექტაკლით აღფრთოვანებული დარჩა, ასევე ძალიან მოიწონეს სამსახიობო ოსტატობა და ბევრი მოწონების სიტყვა თქვეს როგორც სპეციალისტებმა, ისე რიგითმა მაყურებლებმა", - აღნიშნავს სულხან გოგოლაშვილი.

მესხიშვილის თეატრის დირექტორი თეატრებისთვის გასტროლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"თუკი გაქვს პრეტენზია იყო თეატრალური ფლაგმანი და ამ დროს არა გაქვს საგასტროლო რუკა, არ დადიხარ გასტროლზე, ეს ძალიან გაფერხებს. ამის გარეშე ძნელია თეატრის შემოქმედებითი პოტენციალის წინსვლა.", - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი.

სარაევოს ფესტივალზე გასტროლების თანადამფინანსებელი ქუთაისის მერია გახლდათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.